გუშინ, 12 აპრილს, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ბრიტანელი სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს კი მას მთელი ავტოსპორტი გლოვობს.
ასაკოვანი მრბოლელის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა მას მძიმე დაავადება ჰქონდა და 2018 წლიდან საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ იღებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემპიონი არასდროს გამხდარა, მოსი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ პილოტად ითვლება. 1955-62 წლებში მოსი 4-ჯერ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და 3-ჯერ მესამე ადგილი დაიკავა. ფორმულა 1-ის გარდა, მოსი სხვა ბევრ ავტოშეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ლე მანის
24-საათიან რბოლაში, რომელიც მოიგო კიდეც.
კარიერაში მოსმა 529 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და 212-ში გაიმარჯვა. ფორმულა 1-ში კი ჩატარებული 66 რბოლიდან 16 მოიგო.
სტირლინგ მოსს 1962 წელს, გუდვუდში ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც 1 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ კი კარიერა დაასრულა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით