საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 აგვისტოს, ავსტრიის გრან-პრიზე MOTO GP-ში საშინელი ავარია მოხდა - დაახლოებით, 310 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ფრანკო მორბიდელი და იოან ზაკო ერთმანეთს შეეჯახნენ, სიკვდილს კი ვალენტინო როსი გადაურჩა.

ავარია ტრასის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მონაკვეთზე მოხდა, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთი მრბოლელი სერიოზულად არ დაშავებულა. საერთოდაც, ზაკო თავისი ფეხით მივიდა მორბიდელისთან და მისი მდგომარეობა გაიგო.

ყველაზე სასწაული მომენტი კი ამ ავარიაში ვალენტინო როსის სიტუაცია იყო - მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი, 41 წლის ლეგენდა სიკვდილს ჯერ პირველი ბაიკისგან გადაურჩა, შემდეგ - მეორე მოტოციკლისაგან, ორივე მოტო
სანტიმეტრებით ასცდა იტალიელს.

რბოლის დასრულების შემდეგ ვალენტინო როსიმ განაცხადა, როგორც ჩანს, ამ წლების განმავლობაში რაღაც ქულები ზევითაც დავაგროვეო.

ეს ეტაპი კი 34 წლის იტალიელმა ანდრეა დავიზიოზომ მოიგო, ვალენტინო როსი კი მე-5 ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა ყველა და ყოველთვის ასე გადაარჩინოს
სოსო
11:20 17-08-2020
0
ეს არის ბიჭო სპორტი!? სასიკვდილოთ წირავენ თავს!!
sos.
18:52 17-08-2020
1

სიახლეები პოპულარული