წამოდექით, სერ ლუის - ჰამილტონი რაინდის წოდებით დააჯილდოეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, აბუ-დაბის გრან პრისა და მთლიანად სეზონის გამარჯვებული მაქს ფერსტაპენი გახდა. ბრიტანელ მრბოლელს, ლუის ჰამილტონს, ბოლო, 58-ე წრეზე ძალიან არ გაუმართლა და ნიდერლანდელთან დამარცხდა.

ფორმულა 1-ის ვერცხლისმედალოსანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სამეფო ოჯახმა უინძორის სასახლეში დაპატიჟა და რაინდის წოდება უბოძა.

36 წლის სპორტსმენმა ჯილდო ავტოსპორტში მიღწეული შედეგების გამო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლუისი მეოთხე მრბოლელი გახდა, რომელმაც ეს წოდება დაისაკუთრა. ჰამილტონამდე სერ სტირლინგ მოსი, სერ ჯექ ბრაჰამი და სერ ჯეკი სტიუარტი იყვნენ, თუმცა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ ფორმულა 1-ში ხსენებულ პიროვნებებზე დიდი
კვალი ლუისმა დატოვა.

ასეთი გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ ბრიტანელმა თავი მშობლების სახლს შეაფარა და არსად აღარ გამოჩენილა. ამ თემაზე მისმა ძმამ, ნიკოლასმა ისაუბრა:

"თავს საშინლად გრძნობდა, არავის ნახვა არ სურდა... ძალიან გულდაწყვეტილი იყო".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სერ ლუის წამოდექი და გვაპატიე-კომისია მუხლებზე.
გაგა
07:07 17-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული