"დაცვის დაქირავება მომიწია..." - ცნობილი შემთხვევის შემდეგ ლატიფის მოკვლით ემუქრებოდნენ

AutoSharing Option
ალბათ, ყველას ახსოვს 2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონის ფინალური რბოლა აბუ-დაბიში, სადაც ლუის ჰამილტონს ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე რამდენიმე წრეღა რჩებოდა, რა დროსაც ნიკოლას ლატიფის ბოლიდი მოუსრიალდა და კედელს დაეჯახა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა, მაქს ფერსტაპენმა პიტ-სტოპზე შეიარა, ახალი საბურავები დააყენა და სერ ლუისსაც თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან წაართვა.

როგორც კანადელი მრბოლელი აცხადებს, ამ რბოლის შემდეგ დაცვის დაქირავება მოუწია, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრიტანელისა და "მერსედესის" გულშემატკივრები მოკვლით ემუქრებოდნენ.

"ზოგიერთს შეიძლება გაეცინოს კიდევაც, თუმცა მაშინ დაცვის დაქირავება მომიწია. საფრთხეს
ვგრძნობდი, რადგან ერთმა ადამიანმა შესაძლოა კონტროლი დაკარგოს საკუთარ თავზე... უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე და სწორადაც მოვიქეცი" - განაცხადა "უილიამსის" მძღოლმა.

Sportall.Ge

ჰამილტონის მხარდაჭერა

26 წლის კანადელმა ისიც კი დაადასტურა, რომ რბოლის შემდეგ სერ ლუისმა თბილი სიტყვებით მისი გამხნევება სცადა:

"შეჯიბრების დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰამილტონმა მომწერა და გვერდში ამომიდგა. იგივე გააკეთა "მერსედესის" გუნდმა და ზოგადად, ფორმულა 1-ის მრბოლელებმა და წარმომადგენლებმა.

ეს მართლაც კარგი იყო და ჩემზეც კარგად აისახა, რადგან რეალურად დიდ საფრთხეს ვგრძნობდი".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული