"ხშირად ის ზღვარს ცდება..." - ჰამილტონი ფერსტაპენზე საუბრობს

AutoSharing Option
"მერსედესის" მძღოლმა, ლუის ჰამილტონმა მოქმედ ჩემპიონზე, მაქს ფერსტაპენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით, თავად ყოველთვის ცდილობს, რომ პატიოსნად მოიქცეს.

"ვფიქრობ, მაქსი საკმაოდ აგრესიულია, ხშირად ის ზღვარს ცდება, ყველანაირ მრბოლელთან მიასპარეზია, ხშირად შემხვედრია მებრძოლები, მაგრამ მათნაირი არ ვარ, მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ტრეკზე მათ წინ ვიდგე" - განაცხადა სერ ლუისმა.

შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის სეზონის ბოლო გრანდ პრიზე ჰამილტონსა და ფერსტაპენს თანაბარი ქულები ქონდათ, აბუ დაბიში სეზონის ბოლო რამდენიმე წრემ კითხვის ნიშნები დატოვა, უშუალოდ "მერსედესის" წარმომადგენლებს სურდათ, რომ FIA-სგან ბოლო წრეზე
მიღებული გადაწყვეტილება (ჩამორჩენილი ბოლიდების თავისუფლად გადასწრებისა და ლუისის უკან ფერსტაპენის დაყენება) გაესჩივრებინათ, თუმცა ბრიტანელმა არაერთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა საჩივარის დაწერაზე უარი განაცხდა.

რაც შეეხება ახალ სეზონს, 2022 წლის პირველი გრანდ პრი ბაჰრეინში 18 მარტს დაიწყება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული