
ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონში მონაწილეობას ნიკიტა მაზეპინი აღარ მიიღებს. ამერიკულმა ორგანიზაცია "ჰაასმა" რუს მრბოლელს კონტრაქტი გაუწყვიტა, ამასთან ერთად ხელშეკრულება მრბოლელის მამის, დმიტრი მაზეპინის "ურაკალთანაც" (სპონსორი იყო "ჰაასის") შეაჩერა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბარსელონაში ბოლიდის ტესტირების დროს "ურაკალის" ლოგო მანქანიდან მოაშორა, ახლა კი ერთი ნაბიჯით წავიდნენ და რუსი პილოტიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"ჰაასმა" გადაწყიტა, რომ "ურაკალისთან" და ნიკიტა მაზეპინთან" თანამშრომლობა გაწყვიტოს, როგორც ყველა ფორმულა 1-ის წარმომადგენელი, ჩვენც შოკირებულები ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო,
ვუსურვებთ კონფლიქტის სწრაფად და მშვიდობიანად დასრულებას" - წერია გუნდის განცხადებაში.
ვინ ჩაანაცვლებს მაზეპინს?
უნდა ითქვას, რომ "ჰაასს" არჩევანისთვის დიდი დრო არ აქვს, მიკ შუმახერის მეწყვილე სწრაფად უნდა მოიძებნოს, რადგან ბაჰრეინის პრე-სეზონის ტესტი მალე გაიმართება, სეზონი კი 18 მარტს იხსნება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით