"ჯანდაბა, 14 წლის ასაკში ადამიანმა ისიც კი არ იცის, რას აკეთებს..." - ჰამილტონი მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის 7 გზის მსოფლიოს ჩემპიონმა, სერ ლუის ჰამილტონმა საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების შოკისმომგვრელი ისტორიები მოისმინა, მაგალითისთვის, რომ ვთქვათ, ბრიტანელი გაოგნებული იყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ 14 წლის ბავშვს სიკვდილით დასჯა ემუქრება. რა თქმა უნდა, ჰამილტონს სურვილი აქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს და მზადაა მოლაპარაკებებიც კი დაიწყოს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში სადებიუტო გრანდ პრი 112 დღის წინ, დეკემბრის თვეში ჩატარდა, დღეს (26 მარტს) და ხვალ (27 მარტს) კი მრბოლელები "ჯედას არენაზე" კიდევ ერთხელ იასპარეზებენ (დღეს კვალიფიკაცია, ხვალ რბოლა). წინა წელს,
ლუისმა ღიად განაცხადა, არაბეთში თავს მშვიდად და კომფორტულად ნამდვილად ვერ გრძნობდა, ორიოდე დღის წინ კი გაიგო, რომ 12 მარტს 81 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 500-ს გაცდებოდა.

"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ისეთივეა, როგორიც წინა წელს. ბევრი რამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, რაც განსხვავებას/გარდაქმნას გამოიწვევს. დამაფიქრებელია იმ ისტორიების მოსმენა, რასაც აქ ვიგებ... მითხრეს, რომ არაერთი წერილი მივიღე, მაგალითად, სიკვდილ მისჯილი 14 წლის ბავშვისგან. ჯანდაბა, 14 წლის ასაკში ადამიანმა ისიც კი არ იცის, რას აკეთებს ან რა უნდა ამ ცხოვრებისგან.

მართალია მრბოლელები ვერ ვწყვეტთ თუ სად უნდა ვიასპარეზოთ, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვცადოთ, რათა მსგავს საკითხებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მათი პასუხისმგებლობაა, ვინც ამას აკეთებს... შესაძლოა ჩვენმა მოქმედებებმა დიდი ცვლილებები არ გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ" - განაცხადა ჰამილტონმა.

Sportall.Ge

ამასთან ერთად, ბრიტანელი მზადაა მოლაპარაკებების გამართვისთის:

"ძალიან, ძალიან კომპლექსური სიტუაციაა, მზად ვარ პასუხისმგებელ პირებთან დებადებისთვის, რადგან ზუსტად გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი და რატომ არ იცვლება არაფერი. 2022 წელია, მარტივია ცვლილებები, მზად ვარ საუბრისთვის, სიმართლე გითხრათ, ისიც კი არ ვიცი ვისთან მომიწევს დალაპარაკება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, სიამოვნებით შევხდებოდი და მისთვის გადაწყვეტილების შეცვლას შევეცდებოდი.

ვიცი, რომ ბორის ჯონსონი გარკვეული პერიოდის წინ აქ იყო, გავიგე, რომ ადამიანური უფლებები მაღალ საფეხურზე დგას, მაგრამ რა ითქვა? რა კეთდება?".

რა თქმა უნდა, გასახარი ფაქტია, რომ მსგავსი კალიბრის სპორტსმენი მზადაა ადამიანის უფლებების დასაცავად მოლაპარაკებების მაგიდასთან პასუხისმგებელ პირებს დაუჯდეს, შეეცადოს მათი აზრის რადიკალურად შეცვლას, თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მხოლოდ ლუისის პოზიციამ ნათელი მოფინოს იქაურობას, ამიტომ საჭიროა, მხარდაჭერა უფრო მასშტაბური გახდეს, რადგან შეწყდეს ადამიანების სიკვდილით დასჯა.

მომზადებულია TheSun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული