"სოჭში ფორმულა 1-ის ნაცვლად კომბაინების რბოლა ლუკაშენკოს პრიზზე" - რუსი ჟურნალისტი

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა კირილ დემენტიევმა სოჭსა და სანქტ-პეტერბურგში ჩასატარებელი ფორმულა 1-ის გრან-პრის გაუქმებაზე გააკეთა კომენტარი.

"მოცემულ მომენტში ფორმულა 1 თავის რეპუტაციაზე ზრუნავდა, რომელიც დასავლეთში ისედაც არაა პოპულარული. რბოლების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებში იმართებოდა, სადაც ასე ვთქვათ, ყველაფერი ჩამპალია, ყოველ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და მსგავსი რამეებით.

თანაც, წინა პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი პუტინისადმი უზარმაზარ სიმპათიებში იყო შემჩნეული, უამრავ არაპოლიტკორექტულ განცხადებას აკეთებდა და "რბოლების დედოფლის" ავტორიტეტს ცოტა რეპუტაცია შეულახა. ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ, რომის პაპზე უფრო წმინდანები იყვნენ.

შეიძლება ალექსანდრ ლუკაშენკოს პრიზზე
სოჭის ტრასაზე კომბაინების რბოლა ჩავატაროთ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იდეაა", - განაცხადა დემენტიევმა ბლოგერ ილია ვარლამოვთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული