როგორც ის აღნიშნავს, პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადაუდგება. ეკლსტოუნმა ასევე თქვა, რომ უკრაინა უნდა შევიდეს დიალოგში და კომპრომისზე წავიდეს, თუ მას სურს ომის შეჩერება.
ეკლსტოუნის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებებით სიტუაციის გამოსწორება შეეძლო, პუტინი კი რუსეთისთვის კარგს აკეთებს.
ფორმულა 1-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მხარს არ უჭერს ყოფილი ხელმძღვანელის ასეთ მისწრაფებებს.
"ეკლსტოუნის სიტყვები მისი პირადი აზრია და ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფორმულა 1 ფიქრობს და ასევე განსხვავდება ჩვენი სპორტის ღირებულებებისგან",
ეკლსტოუნი ადრე გამოირჩეოდა საკამათო განცხადებებით. 2020 წელს მან თქვა, რომ შავკანიანები ზოგადად უფრო რასისტები არიან, ვიდრე თეთრკანიანები.
ახალგაზრდობას გამოგონილი შიშებით უკან, ჩამპალ რუსეთში ვერ შეგვტენით.
თვითონ რუსები ცდილობენ თავიანთ შვილებს ჰარვარდებში და კემბრიჯებში ასწავლონ და თქვენ გეუბნებიან დასავლეთი ხიხია, გარყვნილია და არ ვარგაო :))
ოდნავი ტვინის განძრევაა საჭირო ამის მისახვედრად.
რა სიკეთეც პუტინს მოაქვს შენ და შენნაირად მოაზროვნეებს დაუბრუნდეთ!