ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფორმულა 1-ის 3-გზის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუის ჰემილტონის მისამართით რასისტული და ჰომოფობიური ეპითეტები გამოიყენა. 

ბრაზილიურ 2-საათიანი ინტერვიუს ფრანგმენტი 2021 წლის დეკემბერში გასაჯაროვდა. მაგრამ, ის სკანდალური მას შემდეგ გახდა, რაც პიკემ ტერმინი "neguinho" ჰემილტონის დასახასიათებლად გამოიყენა. ამ სიტყვას ბრაზილიურ საზოგადოებაში რასისტული მნიშვნელობა აქვს და არადადებით კონტექსტში გამოყენება. 

ახალ ეპიზოდში კი ნელსონი არა მხოლოდ ჰემილტონს, შეურაცხყოფას როზბერგების ოჯახსაც აყენებს. ბრაზილიელი კეკე როსბერგის (ასევე მსოფლიო ჩემპიონი) კონკურენტი იყო, ლუისი კი "მერსედესში" მის შვილ ნიკოსთან ერთად გამოდიოდა, რომელმაც ფორმულა
1-ის ტიტული 2016 წელს მოიგო. 

"როგორი მრბოლელი იყო კეკე როზბერგი? ნამდვილი განავალი, ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს. სხვათა შორის, ასეთივეა მისი შვილიც, ნიკომ ჩემპიონობა იმიტომ მოიპოვა, რომ იმ neguinho (იგულისხმება ჰემილტონი) ცუდად გამოდიოდა და ტ**კი მისცა," - თქვა 69 წლის პიკემ. 

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიეცა საქმე მორალისტებს,დააქენსელებენ შთამომავლების ჩათვლით :) მოკლედ სიტყვის თავისუფლება თითქმის ყველას ეხება.
100%-იანი იყო ცხონებული ორუელი - ყველა თანასწორია,მაგრამ ზოგი უფრო თანასწორიაო რომ თქვა.
შეტევა
07:46 03-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული