მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა საკუთარ ახალ "ინსტაგრამის" გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

გერმანელი პილოტის თქმით, 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დიდებულ კარიერას დაასრულებს.

შეგახსენებთ, ფეტელის დებიუტი ფორმულა 1-ში 2007 წელს შედგა. საუკეთესო წლები "რედ ბულის" შემადგენლობაში ჰქონდა, რა პერიოდშიც 2010-იდან 2013 წლამდე ჩემპიონობა 4-ჯერ მოიპოვა. შემდეგ იყო "ფერარი" და ბოლოს "ასტონ მარტინი".

ამ სეზონში სებასტიანს 15 ქულა აქვს, რითაც საერთო ჩათვლაში მე-14 პოზიციას იკავებს.

მომზადებულია motorsport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული