7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ძალიან ანაღვლებს ადამიანებს შორის შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება.
"ერთ-ერთი რაღაც, რაზედაც ყოველდღიურად ვფიქრობ, არის უკიდურესი უთანასწორობა ღარიბებსა და მდიდრებს შორის, რაც უკვე ათასწლეულებია მოგვდგამს. როცა ლოს-ანჯელესში გაივლი, ქუჩაში უამრავ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდები...
ჩემი აზრით, ადამიანები მილიარდებს არ უნდა შოულობდნენ. რაღაც კონკრეტული ლიმიტი უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც მხრივ ერთნაირად იცხოვრონ. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ასეთი კანონის შემოღებაზე, ეს ყველაფერი თანასწორობას ხელს შეუწყობს, თუმცა ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს წესი იურიდიულად"
- განაცხადა ლუისმა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
ამას ვერ შეცვლის ვერაფერი.
ჩემი არის ჩემი და მორჩა.
მე ამას სხვას გავუნაწილებ თუ არა ჩემი საქმეა და არავისი სხვისი.
სწორია არასწორიას ადგილი აქ არაა.
შემოსავლზე ზღვარის დაწესება ავტომატურად გამოიწვევს განვითარების და პროგრესის შეჩერებას.
უბრალოდ მოტივაცია აღარ ექნება ბევრს.
ას ლარიან საქმეში უნდა მიიღო ასი ლარი, ათას ლარიან საქმეში ათასი და მილიონიანში მილიონი.
თუ ვინმეს ასი ლარი არ მოწონს და მილიონი უნდა, გააკეთოს მილიონიანი საქმე.
პ.ს. არ დაიშუროთ ანლაიქები :D
მაგრამ კარგად დაფიქრდით, რა დავწერე აბა ტყული?
კიდევ ერთხელ, სწორი/არასწორი ძალიან პირობითია და აქ არაა მაგის ადგილი.
კაპიტალიზმის ის ნაირსახეობა რაც სკანდინავიაშია დაწყებულია ე.წ. "სისხლისმსმელი კაპიტალიზმით". იქ დააგროვეს დოვლათი და მერე დაიწყეს ისე ცხოვრება როგორც ცხოვრობენ.
და საქართველოში რო სკანდინავიის მოდელი კარგი გონიათ სასაცილოა ცოტა.
იქამდე დიდი გზაა წინ.
ხალხო - ქრისტიანობა არის მმართველი კლასის რელიგია, გეუბნება რო რაც გაქ იმით დაკმაყოფილდი, მეტი საიქიოში გექნება. სიმდიდრე და კაი ცხოვრება ხიხიაა, ღარიბი უფრო ადვილად მოხვდება სამოთხეში ვიდრე მდიდარიო. ადგილზე გაჭედებს, ასე ვთქვათ. ევროპას კაი ხანს ქონდა ეგ პრობლემა, სანამ არ განავისუფლდა რელიგიის მარწუხებისგან და ახლა რელიგიას თავისი ადგილი აქ და დანარჩენს თავისი.
რაც შეეხება ფეხბურთელს რატო აქვს დიდი ხელფასი და სხვა ნაკლები, ძალიან მარტივი რამეა.
იმიტო აქვს რო თქვენ სპორტალზე დააკომენტარეთ და არა კარიბჭეზე.
იმიტო რო მის შექმნილ პროდუქტს ( რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს დიახ, პროდუქტს ) მილიარდობით ადამიანი უყურებს ყოველ დღე და იმ ფეხბურთელებს მაღალლ ხელფასს ჩვენ ვაძლევთ და იმ ექიმებსაც დაბალ ხელფასს ჩვენ ვაძლევს. სხვას ნუ დააბრალებთ ნურავის. ჩათვალეთ, როდესაც მორიგ საფეხბურთო მატჩს უყურებთ, თქვენის მხრივ ხელფასს აკლებთ ექიმს და უმატებთ ფეხბურთელს :D
ასე რომ დამპალი კაპიტალიზმი არასდროს დაუშვებს ყველას კარგად ყოფნას, გამრავლდებიან მდიდრები და მთთან ერთად ღარიბები! ამიტომ ლუისი ტყუილად წუხს, ყოველთვის იქნებიან მათხოვრები, რადგან მდიდარი ელიტა არ დაუშვებს თანასწორობას. დღეს მილიარდერები არიან მეფეები, მილიონერები კი ერისთავები!
ბერიამ სხვათაშორის თურქეთს მოსთხოვა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები ომის შემდეგ, რომელიც ბევრს ავიწყდება რატომღაც, და სწორედ ძალიან მალე საიდუმლო ვითარებაში სულ სხვა მოტივით მოიშორეს თავიდან ისე, როგორც კენედი, ამოს საიდუმლო მასალების გამჟღავნების გამო, რასაც დღემდე აშშ ოფიციალურად არ აღიარებს.