მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მორიგი საღამო კატარში გაიმართა. იმ შემთხვევაში თუ "რედ ბულის" ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი 1 ქულას მოიპოვებდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდებოდა და ეს ასეც მოხდა. საბოლოო ჯამში მაქსმა მე-2 ადგილი დაიკავა, 7 ქულა მოიპოვა და დასახულ მიზანსაც მიაღწია.

100 კილომეტრიან სპრინტში მაკლარენის ავსტრალიელმა პილოტმა ოსკარ პიასტრიმ გაიმარჯვა.

Sportall.Ge

სტარტზე მდგომმა ოსკარ პიასტრიმ ბოლიდი კარგად დაძრა, ჩინებულად აჩქარდნენ ჯორჯ რასელი (მერსედესი), კარლოს საინსი და შარლ ლეკლერი (ორივე ფერარი), მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული) და ლანდო ნორისმა კი პოზიცია-პოზიციაზე დათმეს.

მეხუთე წრემდე
ორი პილოტი ლოგან სერჯენტი (უილიამსი) და ლიამ ლოუსონი (ალფა ტაური) გამოეთიშნენ, რის გამოც 2-ჯერ უსაფრთხოების მანქანის გამოყვანა გახდა საჭირო, რამაც ტრასაზე მყოფი ბოლიდების საბურავების ტემპერატურის ცვალებადობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი რბოლას უფრო და უფრო საინტერესოს ხდიდა. მე-11 წრეზე საშუალო ტიპის საბურავი ამუშავდა, რის შემდეგაც ოსკარ პიასტრიმ დაკარგული პოზიცია რასელისგან დაიბრუნა.

იმავე წრეზე ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი), სერხიო პერესი (რედ ბული) და ესტებან ოკონი (ალპინი) ერთმანეთს შეეჯახნენ, სამივე პილოტმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

რბოლა მე-14 წრეზე განახლდა, ფერსტაპენმა რასელიც ჩამოიტოვა, თუმცა ბოქსებიდან განუცხადეს, რომ არ გაერისკა ნიდერლანდელს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლიდის ფინიშამდე მიყვანა იყო.

ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი შემოგვთავაზა მაკლარენის ინგლისელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა, რომელმაც ერთდროულად ორი ფერარი რამდენიმე მოსახვევში გადაასწრო, ბოლო წრეზე კი ჯორჯ რასელიც ჩამოიტოვა და სამეულში დაბრუნდა.

ორივე ფერარის ჩამოტოვება ლეგენდარულმა ლუის ჰამილტონმაც მოახერხა და მე-12 ადგილიდან დაწყებული რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა.

მთავარი რბოლა კი ხვალაა, მაქს ფერსტაპენი მსოფლოს ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული