ნადალმა და ფედერერმა მონრეალში პირველი მატჩები დამაჯერებლად მოიგეს

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა ATP-ის კლასიფიკაციაში პირველობის დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა. ესპანელმა ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და ორ სეტში გაანადგურა ხორვატი ბორნა ჩორიჩი - 6:1, 6:2. არადა, აქამდე ამ თინეიჯერთან სამიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, ნადალს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი თითო სეტში ორ-ორი ბრეიკის შესრულება მოახერხა და თამაშის შემდეგ აღიარა, რომ ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა. რაფას შემდეგი მეტოქეც თინეიჯერია - კანადელი დენის შაპოვალოვი, რომელმაც, მოულოდნელად, ხუან მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ბრძოლას.

ასევე სამი გეიმი დაუთმო თავის
მეტოქეს როჯერ ფედერერმა, რომელიც უიმბლდონის მოგების შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა. ლეგენდის მეტოქე კანადელი პეტერ პოლანსკი იყო, რომელმაც მხოლოდ სტარტზე გაუწია მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა შვეიცარიელს, რის შემდეგაც, 2:4-დან მოყოლებული, ზედიზედ შვიდი გეიმი წააგო და 2:6, 0:5 ჩამორჩა. საბოლოოდ, ფედერერმა სეზონში 32-ე მატჩი (34-დან) 6:2, 6:1 მოიგო და მერვედფინალში შეხვდება დავიდ ფერერს, რომელსაც კარიერაში 16:0-ს ამარცხებს.

1/16-ფინალი

ნადალი (ესპ, 1)-ჩორიჩი (ხორ) 6:1, 6:2
ფედერერი (შვეიც, 2)-პოლანსკი (კან) 6:2, 6:1
შვარცმანი (არგ)-ტიმი (ავსტრია, 3) 6:4, 6:7(7), 7:5
ა. ზვერევი (გერ, 4)-გასკე (საფ) 6:3, 4:6, 7:6(3)
მონფილსი (საფ)-ნიშიკორი (იაპ, 5) 6:7(4), 7:5, 7:6(6)
მანარინო (საფ)-რაონიჩი (კან, 6) 6:4, 6:4
დიმიტროვი (ბულ, 7)-მ. ზვერევი (გერ) 6:3, 3:6, 6:3
კუერი (აშშ)-ცონგა (საფ, 8) 6:1, 3:6, 6:4
ჩუნგი (კორ)-გოფენი (ბელ, 9) 7:5, 6:3
ანდერსონი (ს. აფრ)-კარენო ბუსტა (ესპ, 11) 6:3, 7:6(6)
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 12)-ჰარისონი (აშშ) 7:5, 6:2
ფერერი (ესპ)-სოკი (აშშ, 15) 7:6(7), 3:6, 6:1
კირგიოსი (ავსტრა, 16)-ლორენცი (იტა) 6:2, 6:3
დონალდსონი (აშშ)-პერი (საფ) 6:2, 7:5
ჰაასე (ჰოლ)-ესკობედო (აშშ) 6:4, 6:1
შაპოვალოვი (კან)-დელ პოტრო (არგ) 6:3, 7:6(4)

1/8-ფინალი

ნადალი (ესპ, 1)-შაპოვალოვი (კან)
ჩუნგი (კორ)-მანარინო (საფ)
ა. ზვერევი (გერ, 4)-კირგიოსი (ავსტრა, 16)
ანდერსონი (ს. აფრ)-კუერი (აშშ)
დიმიტროვი (ბულ, 7)-ჰაასე (ჰოლ)
დონალდსონი (აშშ)-შვარცმანი (არგ)
მონფილსი (საფ)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 12)
ფერერი (ესპ)-ფედერერი (შვეიც, 2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული