- როჯერ ფედერერმა, თავისი მე-19 უეიმბლდონი, 19 სეტში, კორტ SW19-ზე ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში მე-19 "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო
- როჯერ ფედერერი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც უიმბლდონი 8-ჯერ მოიგო. მან პიტ სამპრასისა და უილიამ რენშოუს რეკორდი გააუმჯობესა
- როჯერ ფედერერი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც "დიდი სლემის" რომელიმე ერთ ტურნირზე ფინალში 11-ჯერ ითამაშა
- როჯერ ფედერერი უიმბლდონის ღია პირველობის ისტორიაში მეორე, ხოლო 1976 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო
- გარბინ მუგურუსა მე-2 ესპანელი ქალი ჩოგბურთელია მისი ამჟამინდელი მწვრთნელის, კონჩიტა მარტინესის შემდეგ, რომელმაც უიმბლდონი მოიგო
- გარბინ მუგურუსა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში როგორც სერენა, ასევე ვინუს უილიამსი დაამარცხა
- ვინუს უილიამსმა, უიმბლდონზე, ანგარიშით 0:6 სეტი კარიერაში პირველად წააგო
- უიმბლდონი - როჯერ ფედერერის სამფლობელო