მეტოქეებმა თითო ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ცივაძემ და მლადენოვმა 10-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, ჩრდილოელმა მეზობლებმა - მხოლოდ ერთი.
გიორგი და ვასკო ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ვლადიმერ მანაფოვსა (უკრაინა) და იაროსლავ შილასთან (ბელორუსი) გაარკვევენ ურთიერთობას. უკრაინულ-ბელორუსულმა დუეტმა გუშინ ასევე 44
ცივაძემ წარუმატებლად ითამაშა ერთეულებში - მერვედფინალში მან მეორე ნომრად განთესილ დმიტრი ჟირმონტთან (ბელორუსი) 2 საათსა და 46 წუთში წააგო - 6:7, 6:4, 4:6. ქართველმა 6 ეისი მიითვალა, ბელორუსმა - ხუთი, ჩვენებურმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა თამაშის ბედი, თორემ ჟირმონტმა 21-დან მხოლოდ 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ცივაძემ კი 10-დან ოთხი.
* * *
გუშინდელი დღე ასევე წარუმატებელი გამოდგა თურქულ ართვინში ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილე სოფიო შაფათავასთვის, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი - იგი რუს ვალერია სავინიხთან საათსა და 42 წუთში დამარცხდა - 6:7, 3:6. შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა დღეს წყვილთა მეოთხედფინალში ითამაშებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"