აშშ-ის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
ნიუ იორკში "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე.

მსოფლიოს მე-60 ნომერი ამერიკელ ჯარედ დონალდსონს შეხვდება. ეს ის ჩოგბურთელია, რომელმაც დაახლოებით კვირანახევრის წინ, ცინცინატის "მასტერსის" მერვედფინალში ორ სეტში მოუგო ბასილაშვილს. ასე რომ, ქართველს რევანში აქვს ასაღები ნიუ იორკის კორტებზე.

ბასილაშვილსა და დონალდსონს შორის მოგებული მეორე წრეში ფრანგ ლუკ პუიესა და ბელგიელ რუბენ ბემელმანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიკას ამერიკის ღიას ძირითად ბადეში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები - 2015 წელს
და მაშინ, პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

აშშ-ის ღია პირველობა დღეს იწყება. ბასილაშვილმა სწორედ დღეს უნდა ითამაშოს. მატჩის დაწყების სავარაუდო დროა - 23 საათი და 30 წუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული