ტურნირის მოქმედი ჩემპიონის თქმით, ის ბოლომდე მზად არ არის, ამიტომ იგი მელბურნში არ ჩავა.
"მოსამზადებელ ეტაპზე ერთი ამხანაგური სახის შეხვედრა უკვე ჩავატარე და ელენა ოსტაპენკოსთან დავმარცხდი.
ამ თამაშმა მიმახვედრა, რომ დაბრუნება ჯერ ადრეა.
მე და ჩემი გუნდი ყველა ტურნირზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ჩავდივართ.
ახლა კი ვგრძნობ, რომ ზედიზედ შვიდი შეხვედრის თამაში ჩემს ძალებს აღემატება. ამიტომ "აუსტრალიან ოუფენზე" მონაწილეობას არ მივიღებ", - აღნიშნა უილიამსმა.
ამერიკელს არ დაუკონკრეტებია,
აქვე გეტყვით, რომ წლის პირველ დიდ სლემზე მონაწილეობაზე უარი ენდი მარეიმ და კეი ნიშიკორიმ უკვე განაცხადეს.
მომზადებულია dailymaili-ს მიხედვით