"ჩოგბურთი ძალიან მიყვარს" - ნოვაკ ჯოკოვიჩი დაბრუნდა

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტრავმის შემდეგ აქტიურ სპორტს დაუბრუნდა.

6 თვის შემდეგ სერბი დღეს, გამთენიისას, ამხანაგური მატჩის ფარგლებში, დომინიკ ტიემს დაუპირისპირდა.

ნოვაკმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში - 6:1 6:4 დაამარცხა.

"კარგი სტარტი გამომივიდა. დიდებულია, როდესაც კორტზე ბრუნდები. ეს სპორტი ძალიან მიყვარს და მე ძალიან მენატრებოდა.

სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მინერვიულია. სურვილი მქონდა, გასულ კვირაში მეთამაშა, თუმცა ტრავმამ ამის საშუალება არ მომცა", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული