სიმონა ჰალეპი და კაროლინ ვოზნიაცკი კარიერაში პირველი სლემის მოსაგებად იბრძოლებენ

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე, ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტები გამოვლინდნენ. ცენტრალურ კორტზე შესანიშნავი შეხვედრა აჩუქეს მაყურებელს სიმონა ჰალეპმა და ანჟელიკ კერბერმა.

ამჟამად მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ჰალეპმა ყოფილი პირველი ნომერი კერბერი სამ სეტში - 6:3, 4:6, 9:7 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მოგება რუმინელმა ორი მატჩ-პოინტის მოგერიების შემდეგ მოახერხა.

მატჩი 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ჰალეპი კარიერაში მესამედ გავიდა დიდი სლემის ფინალში. აქამდე მას ორჯერ აქვს "როლან გაროსის" ფინალი ნათამაშები, თუმცა ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

კარიერაში პირველი დიდი სლემის მოსაგებად იბრძოლებს კაროლინ
ვოზნიაცკიც, რომელმაც 1/2-ფინალურ შეხვედრაში ბელგიელი ელის მერტენსი ორ სეტში - 6:3, 7:6 დაამარცხა.

კარიერის განმავლობაში ვოზნიაცკისაც ორი დიდი სლემის ტურნირის ფინალი აქვს ნათამაშები. ორივე შემთხვევაში ეს ტურნირი ამერიკის ღია პირველობა იყო, თუმცა მან ორივეჯერ მარცხი განიცადა.

ასე რომ, რომელიმე ჩოგბურთელი, კარიერაში პირველად, დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გახდება.

ურთიერთშეხვედრებში ვოზნიაცკი ჰალეპს 4:2 ამარცხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული