საჩოგბურთო რეიტინგი: ნიკოლოზ ბასილაშვილი 4 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა საჩოგბურთო ტურში, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

4 პოზიციით წაიწია წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 57-ე ჩოგანია. ის თავის საუკეთესო მაჩვენებელს (51-ე) 6 საფეხურით ჩამორჩება, რომელიც 2017 წლის ივნისში დააფიქსირა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიაში წარმატებული ასპარეზობის დამსახურებით საკუთარ მონაგარს კიდევ 90 ქულა შემატა.

1082-ე პოზიციაზე იმყოფება გიორგი ცივაძე, რომელმაც მიმდინარე საჩოგბურთო სეზონში, ანტალიის ტურნირზე ორჯერ იასპარეზა.

ჯერჯერობით კვლავ ურეიტინგოდაა სანდრო მეტრეველი, რომელმაც ასევე ანტალიის ტურნირზე იასპარეზა და პირველივე წრეში დამარცხდა.

ეს სამი
ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და სანდრო მეტრეველი, 3-4 თებერვალს მაროკოს ნაკრებს დევისის თასის ეგიდით დაუპირისპირდება.

მსოფლიოს 342-ე ჩოგბურთელია ქალთა ერთეულთა თანრიგში სოფია შაფათავა. მასზე ოდნავ წინაა ეკატერინე გორგოძე, რომელიც 325-ე პოზიციას იკავებს.

მარიამ ბოლქვაძე კი, რომელიც ფედერაციის თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს, 559-ე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ ვგულშემატკივრობდი ამ ბიჭს და რაც მაროკოს ნაკრებთან იკადრა იმის მერე სულ დამეკარგა წარმოდგენა
მერო
09:25 07-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული