ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა კოჭის ოპერაცია მესამედ გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"ოპერაცია 3,5 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. მოუთმენლად ველოდები, როდის დავუბრუნდები ვარჯიშს. მადლობა მაიამის საავადმყოფოს ექიმებს, რომლებმაც მომცეს საშუალება, რომ ჩოგბურთი კვლავ ვითამაშო.

ასევე მადლობას ვუხდი ჩემს არაჩვეულებრივ ოჯახსა და მეგობრებს - მე თქვენ ძალიან მიყვარხართ", - დაწერა ტატიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი საქართველოს სახელით ასპარეზობდა, ხოლო 2014 წელს აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა. ის ტრავმის გამო 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან კორტზე
აღარ გამოჩენილა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა შენ იცი გაახარე ამერიკელი ხალხი, ოჯახი და მეგობრები, სხვაზე ისედაც დიდი ხანია ხელი აღებული გაქვს
გიო
16:37 31-01-2018
15
მიდი ანუშკი, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მალე გამოჯანმრთელდი. მე რა რა რომ ჩვენი სახელით აღარ თამაშობ . მე შე გულშემატკივრობ ბავშობიდან :)
sandro
19:33 31-01-2018
9

სიახლეები პოპულარული