
"ეს ჩემთვის შოკი იყო. მაკინროის 150 ათას ფუნტს უხდიან, მე კი - 15 ათასს. მამაკაცის ხმა ქალისაზე მეტად ფასდება. ეს ჰონორარის სექსიზმია".
BBC-იმ განმარტა, რომ მაკინროი სხვა მასშტაბის სამუშაოს ასრულებს და სქესი ჰონორარში არაფერ შუაში არაა.
გასულ ტურნირზე მაკინროი ეთერში 30-ჯერ გამოჩნდა, ხოლო ნავრატილოვა - 10-ჯერ.
მარტინამ ერთეულთა თანრიგში დიდი შლემის ტურნირები 18-ჯერ მოიგო, მაკინროიმ კი - 7-ჯერ.