
ამის შესახებ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით თავად პოლონელმა შეგვატყობინა. მოგვიანებით კი "დიდი სლემის" ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა ნავრატილოვამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
ამერიკელის თქმით, ეს "საინტერესო და სახალისო გამოცდილება" იქნება მისთვის. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის რადვანსკა მეექვსე პოზიციაზეა WTA-ს კლასიფიკაციაში. 2014 წლის სეზონში "დიდი სლემის" ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი იყო ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალი.
აგნიეშკა რადვანსკას დიდი ხნის განმავლობაში ავარჯიშებს ტომაშ ვიქტოროვსკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"