მარტინა ნავრატილოვამ BBC სექსიზმში დაადანაშაულა

AutoSharing Option
ლეგენდარული ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა უიმბლდონის ტურნირზე BBC-ის კომენტატორად მუშაობს და ძალიან გაღიზიანდა, როდესაც გაიგო, რომ ჯონ მაკინროიზე 10-ჯერ ნაკლებს უხდიან:

"ეს ჩემთვის შოკი იყო. მაკინროის 150 ათას ფუნტს უხდიან, მე კი - 15 ათასს. მამაკაცის ხმა ქალისაზე მეტად ფასდება. ეს ჰონორარის სექსიზმია".

BBC-იმ განმარტა, რომ მაკინროი სხვა მასშტაბის სამუშაოს ასრულებს და სქესი ჰონორარში არაფერ შუაში არაა.

გასულ ტურნირზე მაკინროი ეთერში 30-ჯერ გამოჩნდა, ხოლო ნავრატილოვა - 10-ჯერ.

მარტინამ ერთეულთა თანრიგში დიდი შლემის ტურნირები 18-ჯერ მოიგო, მაკინროიმ კი - 7-ჯერ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული