ნოვაკ ჯოკოვიჩი: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო

AutoSharing Option
მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიამის ტურნირსა და მის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც სერბს ერთ წელზე მეტია აწუხებს.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში ტკივილს აღარ ვგრძნობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კონცენტრაციაში დამეხმარება.

ეს ძალიან კარგია, რადგან აქამდე ჩემს გონებაში მუდამ ტრავმა და ტკივილი იყო ჩაბეჭდილი. დაზიანება ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

6-7 წლის განმავლობაში ტრავმის გარეშე ვთამაშობდი და ამ ფაქტთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ჩემს საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები, მაგრამ ასეთი მომენტებისგან უფრო ბევრს სწავლობ.

ვეცდები, რომ თამაში ყოველდღიურად გავაუმჯობესო და
კვლავ კარგი შედეგები ვაჩვენო", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

ნოვაკი მაიამის ტურნირში ხვალ ჩაერთვება და ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული