20 წლის სპორტსმენმა იტალიელი დალია სპიტერი ორ სეტში - 6:2, 6:1 დაამარცხა.
ქართველის ანგარიშზე 1 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან მეტოქის ჩაწოდება ექვსჯერ აიღო, საკუთარი მოწოდება კი ორჯერ დაკარგა.
1/4-ფინალში მარიამის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სლოვენიელი ნასტია კოლარი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის მეოთხედფინალში წყვილებშიცაა გასული, სადაც თავის მატჩს ჩეხ ბარბა სტეფკოვასთან ერთად დღეს გამართავს.