მარაკეშის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილი სამ სეტში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირის 1/4-ფინალში დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში 86-ე პოზიციაზე მყოფ ქართველს პორტუგალიელმა ჟოაო სოუზამ სამ სეტში - 6:2, 4:6, 6:1 მოუგო.

ბასილაშვილმა 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ექვსჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, მომდევნო ტურნირს ნიკოლოზი მონტე კარლოში ითამაშებს, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული