სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირს 1/4-ფინალში გამოეთიშა, არადა იყო შანსი უფრო წინაც გასულიყო...

ქართველმა გამოცდილ პორტუგალიელ ჟოაო სოუზას არაფერი დაუთმო და რომ არა ჩაწოდება, რომელიც ქართველს ხშირად აღალატებს, შესაძლოა გამარჯვებული ჩვენებური დარჩენილიყო.

არაერთხელ დაგვიწერია და აგვიღნიშნავს, რომ ნიკოლოზი საქართველოს პირველი ნომერია. მან რუსეთის სახელით თამაშზე უარი თქვა და რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

მას ქათველი გულშემატკივარის გული არაერთხელ გაუხარებია და თავისი შესანიშნავი თამაშით მსოფლიო საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება არაერთხელ მიუპყრია.

მაგრამ, რა არის ის მიზეზი, რომ ნიკოლოზი საბოლოოდ ვერ მიდის
იქამდე, რაც ჩოგბურთის თუ სპორტის ქართველ ქომაგს საოცნებოდ აქვს?

რა თქმა უნდა, საუბარი ATP ტურნირის მოგებაზე გვაქვს, რისი შანსებიც ბასილაშვილს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ის კიცბიუელის ტურნირის ფინალში იტალიელ პაოლო ლორენცისთან დამარცხდა, მემფისში კი ამერიკელ რაიან ჰარისონთან ვერაფერი გააწყო.

მას ასევე უთამაშია სოფიის ტურნირის ნახევარფინალში, სადაც მომავალმა ჩემპიონმა გრიგორ დიმიტროვმა დაამარცხა.

ჟო ვილფრიდ ცონგას სახით 1/2-ფინალში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა ის ლიონის ტურნირიზეც.

რა აკლია ნიკოლოზს საბოლოო ტრიუმფისთვის? ჩოგბურთში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ფსიქოლოგიურად მდგრადობა და ნერვიულობის გარეშე თამაშია.

სამწუხაროდ, ბასილაშვილის თამაშის დროს ხშირად ვხედავთ ისეთ ფაქტებს, როდესაც ის გაფუჭებული ქულის შემდეგ ნერვიულობას იწყებს და ზოგჯერ ფსიქოლოგიურადაც ტყდება.

მთავარი და თვალში მოსახვედრი რაც არის, ეს ჩაწოდებაა. ძალიან იშვიათად თუ ნახავთ შეხვედრას, სადაც ნიკა თავის მოწოდებას არ კარგავდეს.

ამ კომპონენტში მას აშკარად ბევრი აქვს სავარჯიშო. არაერთ მაღალი დონის ჩოგბურთელს უთქვამს, რომ კარგი ჩაწოდება საქმის ნახევარიაო...

კიდევ ერთი კომპონენტი გვინდა ავღნიშნოთ, რომელიც ბადესთან თამაშს უკავშირდება, რაც ასევე ბასილაშვილისთვის სუსტი წერტილია.

ბადესთან თამაში ისეთ ჩოგბურთელსაც კი უჭირს, როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩია, მაგრამ ნიკოლოზი ამ სათამაშო კომპონენტში არადამაჯერებლად და მოუმზადებლად გამოიყურება.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მიღებაზე ქართველი ძალიან კარგად ასპარეზობს. მას ერთი დარტყმითვე შეუძლია გადამწყვეტი დარტყმა აიღოს.

თუნდაც, გავიხსენოთ დომინიკ ტიმთან, ტომაშ ბერდიხთან, ფელისიანო ლოპესთან შეხვედრები, სადაც ბასილაშვილმა ყველა მეტოქე გათამაშებებში დაჩაგრა.

ბასილაშვილი 26 წლისაა, რაც ჩოგბურთში არც თუ ისე დიდი ასაკია და მას შეუძლია კიდევ უფრო მოუმატოს. გულშემატკივარი მას გვერდში უდგას და გულმხურვალედ ქომაგობს.

მომდევნო ტურნირს სავარაუდოდ ის მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებს, სადაც მსოფლიო ჩოგბურთის ტიტანები იქნებიან შეკრებილნი.

ჩვენ კი უახლოეს მომავალში ნიკოლოზისგან პირველ ATP ტიტულს ველით, რადგან მას ეს შეუძლია!

▶ შეხვედრები ლეგენდებთან, სენსაციები და სპეციალური სიუჟეტი ნიკოლოზ ბასილაშვილს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული