როჯერ ფედერერმა დაბრუნების თარიღი დააანონსა

AutoSharing Option
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კორტს ივნისის თვეში დაუბრუნდება.

მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, 11-დან 17 ივნისის ჩათვლით, შტუტგარტში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბალახის საფარზე ჩატარდება.

ფედერერმა შტუტგარტში შარშანაც ითამაშა, თუმცა ტომი ჰაასთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

მასთან ერთად აღნიშნულ ტურნირზე ლუკა პული, მილოშ რაონიჩი, ჰეიონგ ჩანგი და ნიკ კირგიოსიც ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული