მარიამ ბოლქვაძე ანტალიის ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ანტალიის ტურნირის ფინალში გავიდა.

მან რუსი ვალერია იუშენკოს წინააღმდეგობა ორ სეტში - 6:3, 6:4 დასძლია.

ქართველმა 7 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 0 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ხვალ გაიმართება, ბოლქვაძის მეტოქე ჩეხი მაგდალენა პანტუჩკოვა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული