როლან გაროსი: დღეს 1/16-ფინალური წყვილები დაკომპლექტდება

AutoSharing Option
დღეს, 31 მაისს, როლან გაროსზე, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, 1/16-ფინალური წყვილები დაკომპლექტდება.

რაფაელ ნადალის მეტოქე გვიდო პელა იქნება, დომენიკ ტიმი კი გუშინ წარმატებით დაწყებული შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულებას შეეცდება.

ავსტრიელი ბერძენ სტეფანოს ციციპასს სეტებში 2:1 ამარცხებს, გუშინ მატჩი კი განათების პრობლემის გამო შეწყდა.

გამოკვეთილი ფავორიტია მარინ ჩილიჩი, რომელიც პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდება. საინტერესო უნდა გამოდგეს ასევე ჟულიან ბენეტოსა და ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვედრაც.

კევინ ანდერსონის მეტოქე კი ურუგვაელი პაბლო კუევასი იქნება.

რაც შეეხება ქალთა ერთეულთა თანრიგს, მარია
შარაპოვა დონე ვეკიჩის წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება. სერენა უილიამსის მეტოქე ეშლი ბარტი იქნება, ახალგაზრდა ფიორა ფერო თავის ძალებს გაბრინ მუგურუზასთან მოსინჯავს, სიმონა ჰალეპი კი ამერიკელ ტეილორ ტაუსენდეს დაუპირისპირდება.

აქვე ვთქვათ, რომ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო, რომელიც ჩეხ კატერინა კოზლოვასთან დამარცხდა.

დღევანდელი სათამაშო დღე თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო მიბლოკავთ კომენტარს?
რეზო
14:22 31-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული