საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ბრიტანელი ენდი მარეი კორტს დღეს დაუბრუნდება.

ის ლონდონში გასამართ Queen's Club-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ენდის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:1 ამარცხებს.

მარეის პროფესიონალურ ტურნირში 2017 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ უთამაშია, როდესაც ის უიმბლდონზე სემ ქუერისთან ხუთ სეტში დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურს დაუბრუნდა როჯერ ფედერერი. ლეგენდარულ შვეიცარიელს ამის მისაღწევად შტუტგარტის ტურნირზე 1/2-ფინალში გასვლაც ჰყოფნიდა, თუმცა მან გერმანიაში იჩემპიონა კიდეც.

ფინალური შეხვედრა ძალზე დრამატული აღმოჩნდა და "მხიარულმა როჯერმა" ნიკ კირგიოსი 1:54 საათში,
3 სეტში - 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა.

ფედერერმა რეიტინგის სათავეში რაფაელ ნადალი ჩაანაცვლა.

აქვე გეტყვით, რომ ფედერერი დღეიდან უკვე ჰალეს ტურნირში ჩაერთვება და პირველ წრეში სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს დაუპირისპირდება.

ბალახის სეზონს იწყებს კიდევ ერთი ყოფილი პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩიც. სერბიც ლონდონის ტურნირში იასპარეზებს და დღეს ავსტრალიელი ჯეიმს მილმანის წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი რომ წააგო კუდლასთან არ უნდა დაწეროთ თუ მარტო მოგებული მატჩების წერაზე გადახვედით?
dato
13:13 19-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული