ნიკოლოზ ბასილაშვილმა პაბლო კარენო ბუსტასაც სძლია და ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე მორიგი სენსაცია მოახდინა და 1/2-ფინალში გავიდა.

გერმანიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა 7:6, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილელ ნიკოლას ხარის შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლით მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 59-ე ადგილზე გადაინაცვლა და თუ ხვალ ხარისაც მოუგო, პირველად შევა რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის.

თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი: კორტზე თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგად ვგრძნობდი

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი რა დადე ერთი ტურნირი
0
ყოჩაღ, წარმატებები!
დდდ
01:40 28-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული