ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია

AutoSharing Option
23-გზის დიდი სლემის ტურნირების ჩემპიონმა სერენა უილიამსმა კარიერის ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია.

ამერიკელმა სან ხოსეს ტურნირზე ბრიტანელ იოჰანა კონტასთან (მსოფლიო რეიტინგში 48-ე) ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 1:6, 0:6 განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ სერენამ პირველი გეიმი მოიგო, რის შემდეგაც მომდევნო 12-ში დამარცხდა.

უილიამსს კარიერაში აქამდე არასდროს წაეგო შეხვედრა, სადაც 2 გეიმი მაინც თავის სასარგებლოდ არ დაესრულებინა.

კონტა კი სან ხოსეს ტურნირის 1/8-ფინალში ახალგაზრდა ამერიკელ სოფია კენინს დაუპირისპირდება.

altსერენა უილიამსი მარია შარაპოვასთან მატჩამდე როლან გაროსს გამოეთიშა

altსერენა უილიამსის წერილი დედას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული