ამერიკელმა სან ხოსეს ტურნირზე ბრიტანელ იოჰანა კონტასთან (მსოფლიო რეიტინგში 48-ე) ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 1:6, 0:6 განადგურდა.
აღსანიშნავია, რომ სერენამ პირველი გეიმი მოიგო, რის შემდეგაც მომდევნო 12-ში დამარცხდა.
უილიამსს კარიერაში აქამდე არასდროს წაეგო შეხვედრა, სადაც 2 გეიმი მაინც თავის სასარგებლოდ არ დაესრულებინა.
კონტა კი სან ხოსეს ტურნირის 1/8-ფინალში ახალგაზრდა ამერიკელ სოფია კენინს დაუპირისპირდება.
სერენა უილიამსი მარია შარაპოვასთან მატჩამდე როლან გაროსს გამოეთიშა