ბასილაშვილი ნადალის ბადეშია და სლოვენიელით იწყებს - US OPEN-ზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობაზე საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.

ჩვენებური პირველ წრეში სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს დაუპირისპირდება, რომელსაც ერთხელ, 2014 წელს სწორედ US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა.

ბედენე 29 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 78-ე ადგილი უკავია. მისი მაქსიმუმი 43-ე პოზიციაა, რომელიც 2018 წლის თებერვალში დააფიქსირა.

ბასილაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო წრეში არგენტინელ გუიდო ანდრეოცისა და ამერიკელ ჯეკ სოკს შორის უკეთესს დაუპირისპირდება. 

ის ასევე 45 სარეიტინგო ქულასა და 50 000 ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

საინტერესოა, რომ ნიკოლოზი მსოფლიოს პირველი
ჩოგანის, რაფაელ ნადალის ბადეშია. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ქართველი 1/8-ფინალში შესაძლოა სწორედ ლეგენდარულ ესპანელს შეხვდეს.

აქვე გეტყვით, რომ ამერიკის ღია პირველობის საპრიზო ფონდი წელს სარეკორდოა და 25,282,400 დოლარს შეადგენს.

ტურნირის გამარჯვებული 3,700,000 დოლარის მფლობელი გახდება.

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

altნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
სულ მაინტერესებდა, საჩოგბურთო სამყაროში ამხელა ფული საიდსნ ტრიალებს? ვინმემ კომპეტენდურმა ახსნას რა..
Niko
18:26 24-08-2018
0
ბასილაშვილი & ჯოკოვიჩი დაიდოს :)
მახო
16:05 24-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული