
ქართველი იტალიელ მატეო ბერეტინისთან ორ სეტში - 5:7, 3:6 დამარცხდა. ნიკოლოზმა ორი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
ბერეტინიმ, ამ მოგებით, ჩვენებურთან ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში შეამცირა და 1:2 გახადა.
ბასილაშვილს რეიტინგში რეგრესი არ ელის, რადგან წინა წელს Winston-Salem-ზე არ უთამაშია და ქულები არ დააკლდება.
ახლა ის ამერიკის ღია პირველობაზე გადაერთვება, რომლის ძირითადი ბადის შეხვედრები 27 აგვისტოდან დაიწყება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრუნდება! - ქართველი
ჩოგბურთელი ამერიკულ ტურნირებში ჩაერთვება
მოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს