US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდაძაბულეს შეხვედრაში ალიაზ ბედენე დაამარცხა

AutoSharing Option
27 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის სტარტზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 29 წლის სლოვენიელი ალიაზ ბედენე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 78-ე ადგილზეა, მეტად დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება 3 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი კი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში პირველად გავიდა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა და 50 000 ამერიკულ დოლარი გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში არგენტინელ გუიდო ანდრეოცის სძლია.

თამაშის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

altნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ ნიკა,კარგი მარიამობა დაიყენე.წარმატებები მომავალ შეხვედრებშიც.რწმენა იგებს ორთა ბრძოლას.
სოსო
12:47 29-08-2018
0
კარგი ხარ ნიკა,საქართველო შენს გვერდითაა,გვიყვარხარ ყველას
ზას.
20:14 28-08-2018
0

სიახლეები პოპულარული