აგრესიული სტილი და ბადესთან ბრწყინვალე თამაში - ვინ არის ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე Us Open-ზე

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში კორტების მასპინძელ ჯეკ სოკს დაუპირისპირდება.

ჩვენებურის მეტოქე 25 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-18 პოზიცია უკავია, საუკეთესო მაჩვენებელი კი გასული წლის ნოემბერში დააფიქსირა, როდესაც მე-8 იყო.

ჯეკი საკმაოდ კარგად აწვდის და აქტიური მოთამაშეა. მისი უდიდესი პლუსი ბადესთან ძალიან კარგი თამაშია.

ამერიკელს შესანიშნავი "ფორჰენდი" აქვს და ქულის მოგება ერთი ბრწყინვალე დარტყმით შეუძლია. ის, ნიკას მსგავსად, მუდამ შეტევაშია.

ამერიკელი წყვილთა თანრიგშიც რეგულარულად ასპარეზობს და დიდი წარმატებითაც გამოირჩევა. 2014 და 2018 წლებში ის
"უიმბლდონის" ჩემპიონიც კი გახდა.

რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, მას კარიერის განმავლობაში 12 ტიტული აქვს მოგებული და 9 294 710 დოლარი გამოიმუშავა.

როგორც თავად ამბობს, მისი საყვარელი საფარი გრუნტია, თუმცა ამერიკის ღია პირველობას საუკეთესო ტურნირად მიიჩნევს და იქ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულად სიამოვნებს.

ყველაზე დიდ წარმატებას მან გასული სეზონის ბოლოს მიაღწია, როდესაც პარიზის მასტერსი მოიგო და რეიტინგშიც ამის წყალობით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბოლოს კი წლის შემაჯამებელ ტურნირზეც ითამაშა, სადაც 1/2-ფინალამდე მივიდა.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ მას მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდი აქვს და ეს დიდწილად ტრავმების გამოა გამოწვეული.

სოკმა წელს მხოლოდ 6 თამაში მოიგო და არცერთ ტურნირზე ზედიზედ ორი ეტაპი არ გაუვლია.

US Open-ზე მან მაქსიმუმი 2016 წელს აჩვენა, როდესაც 1/8-ფინალში გააღწია.

წლევანდელი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ის არგენტინელ გუიდო ანდრეოცის დაუპირისპირდა, რომელსაც ძალიან ადვილად, სამ სეტში - 6:0, 7:6, 6:2 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ US Open-მდე ჯეკმა ცინცინატის მასტერსი ითამაშა, სადაც ჰეიონგ ჩუნგთან დაპირისპირების მესამე სეტში ტრავმა მიიღო და კორტზე სირბილიც კი უჭირდა.

როგორც ჩანს, მან აღდგენა მოასწრო, თუმცა შესაძლოა, ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყოს, რაც ნიკოლოზისთვის დამატებითი პლუსი იქნება.

ბასილაშვილი და სოკი კარიერაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. მათი დაპირისპირების ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

წყვილში გამარჯვებული არგენტინელ გვიდო პელასა და იტალიელ პაულო ლორენცის შორის უკეთესს შეხვდება. შემდეგ კი უკვე ბადეში ლეგენდარული ესპანელი, რაფაელ ნადალი მოდის.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის პირველი წრის შეხვედრაში ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაჟ ბედენე 5 სეტში - 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა.

altUS OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდაძაბულეს შეხვედრაში ალიაზ ბედენე დაამარცხა

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბასილაშვილმა რა თანხა გამოიმუშავა კარიერაში დაწერეთ
ბაჩო
14:56 28-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული