Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი
ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

altUs Open: ნადალმა ხაჩანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალში ბასილაშვილს შეხვდება

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეს ბიჭი იქ ყველას გად...ნავს
ემირი
01 სექტემბერი 2018 02:24
1
ყოჩაღ ნიკა,მაგარი ბიჭი ხარ.ასე განაგრძე.
სად უყურებთ ხალხო,იქნებ მეც მითხრათ ,მილანი რომას თამაშს ვუსმენდი და ტოტალიზატორში, ლაივ ანგარიშს ვუყურებდი.ღია არხებზე,სადაც ხელი მიმიწვდება,ყველგან ქალთა შეხვედრები გადიოდა,შემდეგ უკვე ნადალი ხაჩანოვი.ნიკას შეხვედრა კი ვერსად მოვახელე.
სოსო
01 სექტემბერი 2018 01:06
1
http://hdtennis.ru/translations/translyacii-tennisa/
გიოშა
02 სექტემბერი 2018 01:13
0
hahasport.com
v.v.v.
01 სექტემბერი 2018 17:58
0
ყველა გამოხმაურება
ნიკოლოზს:
"შენი ჭირიმე, შენია,
კორტს ბურთი არ შერჩენია,
შეგერგოს შენი მარჯვენა,
კაცი ხარ ნაღდიც, მარჯვეცა"
qomagi
01 სექტემბერი 2018 01:05
0
გენაცვალეთ ქართველებო იმ ჯიგრისთვის, რასაც მე ამ კომენტარებში ვხედავ!!!! კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკას ამ გამარჯვებას!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 00:44
0
გილოცავ ნიკოლოზ! თავიდან ვიფიქრე პირველ სამ სეტში მოუგებსთქო მაგრამ გაგიჟდა, არც დაიღალა და ტოპკას ტოპკაზე ხსნიდა ეგ გვიდო ეგა )) იქით ხაჩანოვი და ნადალი ბრდღვნიან ერთმანეთს. ისე მგონია რომ ნადალს ხაჩანოვთან შეხვედრა ჯობია. თუკი მოუგებს და გავა საკმაოდ დაღლილი იქნება. თან რევანში გაქ ასაღები. მშვენიერ ფორმაშიხარ და რატომაცრა? მოუთმენლად ველით შემდეგ თამაშს! პ.ს ისე "US Open"_მა ერთი ვიდეო რომ მოგიძღვნას არიქნება ურიგო. თუნდაც მიმოხილვა. ახვრები ეგენი )) მოკლედ აბა შენიცი!
Biannkoneri
01 სექტემბერი 2018 00:37
0
საამაყო ქართველი ❤
ბრავო
01 სექტემბერი 2018 00:34
0
გილოცავ ნიკოლოზ , უფრო დიდი წარმატება გვეზეიმოს შენთან ერთად . სიტყვებს თავს ვერ უყრი ისე დავიცალე ემოციისგან . თამაშს არ გავარჩევ , შენ ჩემზე კარგად იცი რა შეცდომებიც იყო . ერთადერთი რაც მინდა ვთქვა , არის ის რომ ბევრად მეტი შეგიძლია , დაიჯერე , საკუთარ თავს უმეორე . გაარჩევ სტაფთან ერთად მთელ ტურნირს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დარწმუნდები ამაში , რადგან პელამ ორი სეტის შემდეგ შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა , თუ რამე ჰქონდა შეიარაღებაში ყველაფერი დახარჯა , მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა , თან იმის ფონზე , რომ შეცდომებს უმატე . ვიჯექი ჩემთვის და ცოტა გაოგნებული , ვერ ვიჯერებდი იმას , რომ ქართველი დიდი სლემის ტუნირზე თამაშის პულსს კარნახობდა მოწინააღმდეგეს . საამაყო კაცი ხარ დ ალბად შეიძლება ვერ აწონო , რამხელა ენერგიით ავსებ თითოეულ ქართველს . ნადალიიი ??? მე მჯერააა !!!
ATP 25 ?
01 სექტემბერი 2018 00:33
0
ATP 32 ამ ეტაპზე!!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 11:51
0
აუ ხაჩანოვი უგებს ნადალს. იმედია საბოლოოდ დამარცხდება თორე მერე მთელი სახაჩანოვეთის ტრაბახს რა გაუძლებს...
გიორგი
01 სექტემბერი 2018 00:32
0
ნიიიიიიკოოოოოოოო
ცისმარის ბებია
01 სექტემბერი 2018 00:30
0
ნიკომ თუ წაიკითხა ეს კომენტარი ნადალი ვეღარ გადაურჩება :)))))
b-52
01 სექტემბერი 2018 11:05
0
ვაშაააა!!! გილოცავთ ყველას!!! თითქმის მაქსიმუმი შესრულებულია!!! მადლობა ნიკა შენ ჩვენი გახარებისთვის!!! ოღონდ ნერვიულობის გარეშე არა ხომ?!!!! დავიხოცეთ ხალხი)))!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 00:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული