Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი
ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

altUs Open: ნადალმა ხაჩანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალში ბასილაშვილს შეხვდება

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
აუ ხაჩანოვი უგებს ნადალს. იმედია საბოლოოდ დამარცხდება თორე მერე მთელი სახაჩანოვეთის ტრაბახს რა გაუძლებს...
გიორგი
01 სექტემბერი 2018 00:32
0
უნდა დაწეროთ "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გასულა დიდი სლემის მერვედფინალში" თუ ზოგადად - მეტრეველმა უიმბლდონიდ ფინალი ითამაშა
მერაბ გ.
01 სექტემბერი 2018 09:18
0
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ მისი ადგილი ათეულშია.მინდა მას მერვედფინალში გასვლა მივულოცო და დიდი წარმატებები ვუსურვო.ნიკა,სწორი ტაქტიკითა და სრული მობილიზებით შენ ნადალსაც დაამარცხებ,ჯოკოვიჩსაც და ფედერერსაც.ბევრჯერ მნახავს ისინი დამარცხებული;დაამარცხებ შენც.იმავე ხაჩანოვმა რაფას თითქმის ყველა სუსტი მხარე და შეცდომა გამოიყენა სრულად.ასე,რომ წინ-შენი კანონიერი ადგილისკენ ნიკა.განცდილი სიხარულისთვის კი დიდი მადლობა!
გიორგი ჯანიკაშვილი
01 სექტემბერი 2018 10:52
0
ნადალმა მოიგო ოთხ სეტში!!!! დახოცეს ერთმანეთი!!! ძალიან მაგარი ბრძოლ იყო!!! შეიძლება იყოს საუკეთესო მატჩი ტურნირზე!!!!4:30 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა!!! ბოლოს ნადალი , როგირც მაყურებელს, ასევე ხაჩანოვს უკრავდა ტაშს!!! ერთი პლუი ჩვენთვის ნადალის გადაღლაა!!! უმაგრეი ჩოგბურთი იყო!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 03:07
0
შენ გენაცვალე!!!
01 სექტემბერი 2018 07:48
0
კალაშნიკოვაზე რატომ არ წერთ არაფერს? მერვედ ფინალშია წყვილებში US Open-ზე.
Roger
01 სექტემბერი 2018 07:44
0
ეს ბიჭი იქ ყველას გად...ნავს
ემირი
01 სექტემბერი 2018 02:24
1
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ მისი ადგილი ათეულშია.მინდა მას მერვედფინალში გასვლა მივულოცო და დიდი წარმატებები ვუსურვო.ნიკა,სწორი ტაქტიკითა და სრული მობილიზებით შენ ნადალსაც დაამარცხებ,ჯოკოვიჩსაც და ფედერერსაც.ბევრჯერ მნახავს ისინი დამარცხებული;დაამარცხებ შენც.იმავე ხაჩანოვმა რაფას თითქმის ყველა სუსტი მხარე და შეცდომა გამოიყენა სრულად.ასე,რომ წინ-შენი კანონიერი ადგილისკენ ნიკა.განცდილი სიხარულისთვის კი დიდი მადლობა!
გიორგი ჯანიკაშვილი
01 სექტემბერი 2018 10:47
0
ნიკოლოზ ბაბასილაშვილი, გილოცავ!

მხდალი, აბდალი, რაფა ნადალი,
ჩოგბურთელია ეგ წარმავალი,
ვერას გახდება შენთან დამპალი,
და გამოუსვი ყრონტში ნამგალი!

აბა შენ იცი, ნიკოლოზ!
babasili
01 სექტემბერი 2018 16:58
16
პირველ რიგში მთელი სულით და გულით ვულოცავ ნიკას გამარჯვებას,ერთ რჩევას მოგცემ ჩემო ნიკა,ბადესთან თამაშის დროს ძალიან ყურადღებით იყავი,ასევე მოწოდების დროს მოინდომე და პირველი მოწოდება იქნებ წაგივიდეს,სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს,ამ შენიშვნებს თუ გამოასწორებ გეუბნები ნადალს დაამარცხებ,თანაც ნადალმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა,მატჩის შემდეგ ძლივს სუნთქავდა,არაქათი გაცლილი ჰქონდა,არა მგონია ამან მას დაღი არ დაასვას,ერთიც გუშინ მას ყველაფერში უმართლებდა,მართალია გამოთქმა ძლიერს უმართლებსო,მაგრამ ასედაც არ შეიძლება,ბოლოს ერთს კიდევ გეტყვი, იცოდე ასე დავწერე შტუტგარდის ფინალის წინ და შენ მაშინ გაიმარჯვე,მთელი საქართველო გიყურებს იცოდე და კიდევ ერთხელ მიანიჭე შენს ხალხს დიდი სიხარული,ამას ქართველები იმსახურებენ,ღმერთი შენსკენ. ასევე მინდა თბილად გამოვეხმაურო ოქსანა კალაშნიკოვას წარმატებას,ყოჩაღ ოქსანა,შენი წარმატებები ისევე გვიხარია,როგორც ნიკასი,ნიკასთან შედარებით თქვენი მოწინააღმდეგე არ არის მაღალი დონის,ეჭვი არ მეპარება,რომ შემდეგ ეტაპზე გიხილავთ,გჯეროდეს,რომ თქვენს მატჩს ასევე დიდი გულისყურით მივადევნებთ თვალს,გისურვებთ წარმატებებს და გაგვახერეთ,უფალი გფარავდეს.
roma
01 სექტემბერი 2018 12:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული