ოკსანა კალაშნიკოვა Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ჩოგბურთელი ოკსანა კალაშნიკოვა იაპონელ ნაომი ჰიბინოსთან დუეტში Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა.

ქართველისა და იაპონელის დუეტმა 1/16-ფინალში შვედ იოაჰანა ლარსონისა და ჰლანდიელი კიკი ბერტენსის დუეტი 2 სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა.

კალაშნიკოვასა და ჰიბინოს მეტოქე მერვედფინალში სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩისა და რუსი ირინა ხრომაჩევას დუეტი იქნება. შეხვედრა 2 სექტემბერს 19:00 გაიმართება.

altUs Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგარია . წარმატებები და კიდევ უფრო წინსვლა , ფინალამდე . უნდა ვაღიარო , რომ არ მიყურებია თმაშისთვის და ჩემი მხრიდან ეს საქციელი დისკრიმინაციის მომენტებს შეიცავს ალბათ . არადა , მგონია პირიქით უნდა იყვეს და ჩვენს მანდილოსან სპორტსმენებს უნდა ვამხნევებდეთ გვერძე დგომით . ყველა შემდეგ თამაშზე გიგულშემატკივრებ .
APT 25 ?
02 სექტემბერი 2018 00:54
0
დიდი მადლობა!!! ამჟამად გერმანიაში ვიმყოფები კლინიკაში, და ერთ-ერთი რაც მახარებს ნიკას წარმატებაა და პლუს ოქსანაც დაემატა!!!! ჩოგბურთი ძალიან მიყვარს და ნიკამ კიდევ უფრო მომცა ამის სტიმული !!! დღევანდელ თამაშს წყნარად ვუყურებ, ნიკამ მაქსიმუმი უკვე გააკეთა და თუ მოხდა საოცრება, მაგრად გავიხარებთ ყველა ქართველი!!! სხვათაშორის ჰამბურგიც ამ კლინიკაში მივიგეთ , იგივე პალატაში!!!!))) რაც შეეხება ხაჩანოვს, მაგარი პროგრესი აქვს, ნადალის ტაშით გაცილება მე არ მახსოვს!!!
დათო
02 სექტემბერი 2018 11:36
0
ოქსანა,შენ ერთეულებშიც შეგიძლია ბევრად მეტის გაკათება და მჯერა,რომ გააკეთებ კიდეც.წყვილებში კი შესანიშნავად გამოაჩინე შენი ნიჭი და ორგანიზატორული შესაძლებლობები.გუშინმონიჭებული სიხარულისთვის დიდი მადლობა და რატომ არ უნდა გახვიდე ფინალში-არ მესმის.ორივენი ერთად ამას შესძლებთ.წინ....ოქსანა !
გიორგი ჯანიკაშვილი
01 სექტემბერი 2018 20:17
0
უდავოდ დიდი წარმატებაა,
zas.
01 სექტემბერი 2018 16:23
0
ბრავო!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 12:53
0
ბრავო!!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 12:19
0
მოკლედ ვერ დაგასწრებს კაცი კომენტარს . სადაც შეხვალ ყველგან შენ ხარ . ღმერთმა ამრავლოს შენისთანა ქართველები .
ATP 25 ?
02 სექტემბერი 2018 00:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული