Us Open: ნადალი ბასილაშვილთან შეხვედრის წინ თავისი მუხლის მდგომარეობით შეშფოთებულია

AutoSharing Option
ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე, ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი თვით რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება და შესაძლოა, ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

ბასილაშვილმა ტურნირზე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა და შესანიშნავ ფორმაშია. ის რეიტინგში 31-ე ადგილზე აღზევდა, რაც მისი რეკორდია. ახლა ყველა ქართველი გულშემატკივარი მომავალი მატჩის მოლოდინშია.

ნადალმა მძიმე ბრძოლაში, რომელიც 4 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, სძლია კარენ ხაჩაროვს 5:7, 7:5, 7:6, 7:6. ესპანური პრესის ცნობით, რაფაელს მუხლი
სტკივა და შიშობენ, რომ ბასილაშვილთან თამაშისას პრობლემა შეექმნება. as-ს მიაჩნია, რომ ნადალისთვის ბასილასვილი შეიძლება ხაჩაროვზე უფრო ადვილად დასამარცხებელი მეტოქე იყოს.

"ცინცინატში არ მითამაშია. ასე რომ, მომავალი შეხვედრა შესაძლოა, ჩემთვის საკვანძო იყოს. რა თქმა უნდა, თუ ფიზიკური პრობლემები არ შემექმნა. იმედია, ასე არ მოხდება და სათამაშოდ სრულად მზად ვიქნები. არ მინდა, ჩემს მუხლზე რამე ვთქვა.", - განაცხადა ნადალმა.

მისმა მწვრთნელმა კარლოს მოიამ კი აღნიშნა, რომ მუხლი ოდნავ ასტკივდა, თუმცა სანერვიულო არაფერია და მხოლოდ ხანდახან აწუხებს.

ბასილაშვილი ნადალს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა - შარშან როლან გაროსის ტურნირზე სამ სეტში დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში ის კიდევ 209 ათას დოლარს გამოიმუშავებს და რაც მთავარია, რეიტინგშიც დაწინაურდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Eurosport 1 ან http://smotretsport.tv/3-eurosport.html
გოჩა
20:39 02-09-2018
0
laivi iqneba
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული