ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ!
მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიკოლოზმა წელიწადნახევრის წინ ნადალს მხოლოდ ერთადერთი გეიმი მოუგო - ასე რომ, პროგრესი სახეზეა.
მან აქამდე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.
აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.
ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.
რაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო
Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]
და მერე რა იცი რა მოხდებოდა. სპორტულ ფსიქოლოგიაში შიშით გასვლა თამაშზე არ შეიძლება, ყველა ნერვიულობს თვით ფედერერიც და ნადალიც, მაგრამ შიშით თამაში მიუღებელია და თავში იმის გაფიქრება რომ არ წავაგო. არ წავაგომ თავში საერთოდ არ უნდა გაიაროს. კონცენტრაცია უნდა კეთდებოდეს თითო ქულაზე ტენისში და სხვა სპორტშიც სპორიდან გამომდინარე. ჭაგებაზე ფიქრი არავ დააზინებს და გირჩევნია გახვიდე იბრძოლო ბოლომდე დაიხარჯო და მერე ნახო რას მიაღწევ. ასევე აღსაღნიშნავია რომ ნიკო 26 წლის არის და ეს პატარა წლოვანება ტენისისთვის არ არის დიდი მოთამაშეები 20 წლამდე აღწევენ ბევრს. მინდა მას ვუსურვო კარგი ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება.