სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
ვულოცავ ნიკოლოზს და მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას.ეს არ არის სენსაცია.ეს ეს უდიდესი შრომის და თავდადების შედეგია.უნდა მოგეჩვენოთ ქართველები რო შრომით წარმატება მოდის.მე ველოდი ამას.ბოლო პერიოდი საგრძნობლად მოუმატა.შეცდომებიც შეუმცირდა და ამ ყველაფერმა ეს შედეგი გამოიღო.კიდევ ელის წინ გამარჯვებები.კიდევ უნდა მოუმატოს და ბევრი იშრომის და წარმატებებიც მოვა. ჩვენ კი რაც შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ და მხურვალედ ვუქომაგოთ.და ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ ჩვენი სპორტსმენების ღირსეული დაფასება.მეტი ყურადღება დაეთმოს გაშუქებას და მეტი გადაცემები ჩოგბურთის.და არა მარტო ჩოგბურთის ზოგადად ყველა წარმატებულ ქართულ სპორტს.ამოვიდა ყელში 90%ქართულ არხებზე პოლიტიკა.სპორტია ჯანსაღი მომავალი.მადლობა ნიკოლოზს რო მოგვანიჭა ბედნიერება
ვატო
07 ოქტომბერი 2018 18:53
3
არანაირი სენსაცია! ეს არის დიდი განაცხადი რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია! ბრავო!!! და ასევე მადლობა დელ პოტროს კეთილი სურვილებისთვის! ჩანდა რომ კარგი ტიპია, ღირსეული პიროვნება )) ნიკო შენ კი შეუდარებელი იყავი!!! atp world tour დღეს მთლიანად შენ გეძღვნება! თავისი ვიდეობით, მიმოხილვებით, hot shot_ებით, ჰაილაითებით! )) მადლობა!
BIANKONERI
07 ოქტომბერი 2018 18:51
3
ნიკამ ეს ბრძოლაც ორ სეტში მოიგო და აქ შემთხვევითობაზე ლაპარაკი სისულელეა,იგი რეალურად კიდევ უფრო ძლიერია,ვიდრე მისი რეიტინგია.ვულოცავ ნიკას და მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას და კიდევ იმას,რომ საქართველოს შეემატა კიდევ ერთი ადამიანი,ვინც პატიოსანი შრომით მილიონი გამოიმუშავა.ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები
სოსო
07 ოქტომბერი 2018 18:45
2
როგორც აღვნიშნე , სათამაშო ინტელექტით და ძლიერი დარტყმებით დატვირთა დელ პოტრო, ამ ბიჭს ამ მწვრთნელთან ერთად შეუძლია იყოს ტოპ 10ის და ელიტის წევრი!
სანდრო
07 ოქტომბერი 2018 18:41
3
გაიხარე ნიკა.ძაან მაგარი ხარ. თავს გაუფრთხილდი.ტრავმებს უფრთხილდი და პირველ ჩოგანამდეც მიხვალ.აი ამ დროს ვარ ხოლმე ყველაზე დიდი ქართველი შენისთანები რო გვყავს
rustavi
07 ოქტომბერი 2018 18:28
2
სიტყვები არ მყოფნის!!! ნიკამ ჩაიდინა გმირობა!!! ღირსეულად გაიმარჯვა!!! საქართველოში სრ ვარ, და გერმსნელი კომენტატორი გეორგიშეს ფანტასტიშს მეტს არსფერს იძახოდა!!! ჩვენი დროის გმირია ნიკა!!! უღრმესი მადლიბა ნიკას, მის ოჯახს და სამწვრთნელო შტაბს ასეთი შედეგისთვის!!! 9-ში უკვე შანხაის მასტერსში იწყებს და მინდა წარმატბა ვუსურვო!!! ყველა ქართველს გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!!!
დათო
07 ოქტომბერი 2018 18:28
3
მადლობა ყურადღებისთვის!!! ამჟამად არ ვარ კლინიკაში!!! დეკემბერში მიწევს წასვლა!!! სასიამოვნოა ასეთი ყურადღება და თანადგომა თქვენი მხრიდან!!! მადლობა დიდი!!!
დათო
07 ოქტომბერი 2018 23:55
0
დათო,ორჯერ ვცადე შეგხმიანებოდი პოსტში და შენი ჯანმრთელობა მეკითხა,მაგრამ არ გაუშვეს,მიხარია,რომ სხვებსაც შესტკივათ შენზე გული,იმედია ესეც დაგეხმარება მკურნალობაში.გამიხარდება,თუ ამ პოსტს მაინც გამოუშვებენ,ადამიანების ერთად დგომა ხომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.არ გიცნობ,მაგრამ იმას კი ვხედავ,რომ გული ქართულად გიცემს და პატრიოტი ადამიანი ხარ.ღმერთი შენსკენ.
სოსო
07 ოქტომბერი 2018 22:38
0
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ნიკოლოზს და სრულიად საქართველოს! როგორ გვჭირდება ასეთი სიხარულები!
ლეო
07 ოქტომბერი 2018 18:25
1
habibis da makregoris dedac nikolozi chempionia saghol dzalian magaria gveamayebi
კახა
07 ოქტომბერი 2018 18:21
1
საამაყო კაცი ხარ ჩემო ძმაო!
b-52
07 ოქტომბერი 2018 18:16
1
ნამდვილი გმირი ხარ ნიკოლოზ.
ზურ
07 ოქტომბერი 2018 18:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული