სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
ვულოცავ სრულიად საქართველოს, ნიკოლოზის ამ უდიდეს წარმატებას! მადლობა უფალს და მადლობა ნიკოლოზს, ამ დიდი ბედნიერებისათვის! დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს, სამომავლო გამარჯვებების საფუძველი!
ვახო...
07 ოქტომბერი 2018 17:45
1
გილოცავთ. ბრავო ნიკა! ეს მხოლოდ დადაწუისია. უფრო დიდი გამარჯვებები წინაა. ვახო დელ ლოდრო არგენტინელია. ეროვნებით ალბათ ესპანელი. ეს ისე...
ზაალი.
07 ოქტომბერი 2018 17:57
1
არავითარი სენსაცია! ფაქტობრივად, უშანსოდ მოუგო. ყოჩაღ, ნიკა! ველოდი და გამიმართლე! და რამდენი გაახარე საქართველოში, შენ გაიხარე! მომავალ დიდი გამარჯვებების მოლოდინში ვარ!
N
07 ოქტომბერი 2018 17:45
1
საღOოლ ნიკააა ძაან მაგრად ითამაშა, მადლობა ამ სიხარულისთვის
.
07 ოქტომბერი 2018 17:43
1
რა სენსაცია, მოიგო დამაჯერებლად ნიკამ, გილოცავთ ყველას. უჰ, რა გამიხარდა, თითქოს მე მომეგოს
ემიგრანტი
07 ოქტომბერი 2018 17:42
1
კარგით რა!!! ნიკასგან მოგებები უკვე სენსაცია აღარაა!!! ძალიან მაგრად ითამაშა,დელ პოტროც გაოცებისგან ხელებს შლიდა (მაგარი კაცია დელ პოტრო,იშვიათად რომ ასე ხირსეულად შეხვდე დამარცხებას)...წარმატებები ნიკოლოზს,ალალა მისგან გამომუშავებული სარეიტინგო ქულები და საპრიზო ფონდიც
levan
07 ოქტომბერი 2018 17:41
1
გაიხარე ნიკოლოზ ჩვენი გახარებისთვის.. ღმერთი გფარავდეს, კიდევ მრავალი წარმატება და მრავალი მოგებული ფინალი. ვამაყობთ შენით
გიორგი გპ
07 ოქტომბერი 2018 17:39
1
უფ შენ გენაცვალე !!! გილოცავ !!!

levani
07 ოქტომბერი 2018 17:39
1
ნიიიიიკოოოოოოოოო. რა ამბავია ნიკოოოო?
ცისმარის ბებია
07 ოქტომბერი 2018 17:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული