ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მარტინ დელ პოტროს დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე წყვილთა თანრიგში თამაში გადაიფიქრა.
ბასილაშვილის თქმით, ამის მიზეზი გადაღლილობაა და ერთეულთა ტურნირში ასპარეზობამდე ძალების აღდგენა გადაწყვიტა.
ხვალ ნიკოლოზი მსოფლიოს 29-ე ჩოგანს დენის შაპოვალოვს შეხვდება.
შანხაის ტურნირზე პირველ ნომრად როჯერ ფედერერია განთესილი.