ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს TOP-20 ჩოგბურთელში შევიდა

AutoSharing Option
ბრისბენში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 21-ე ჩოგანი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მე-9 ნომერ იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და TOP-20-ის მიღმა დარჩა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 20-ეულში შევიდა, რადგან სწორედ ბულგარელი სპორტსმენი იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელის გადასწრება შეეძლო.

დღეს, 3 იანვარს, 18 საათზე, დოჰას საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

altბასილაშვილმა რუბლევს ადვილად მოუგო და 1/4 ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორც ჩანს ლაშა ტალახაძის ფანებმა დაამინუსეს ეს სტატია. აბა, რატომ არ უნდა გაგიხარდეს ქართველი ჩოგბურთელის წარმატებს?!
ნოდარი
16:18 03-01-2019
7
ლინკს თუ დადებთ კარგი იკნებოდა
bayernman
17:16 03-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული