ეკა გორგოძე ავსტრალიის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

AutoSharing Option
9 იანვარს ქართველი ჩოგბურთელი ეკა გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშებაში წარუმატებლად ჩაება.

საკვალიფიკაციო ბადის პირველ შეხვედრაში გორგოძე 33 წლის გამოცდილ სპორტსმენს, ჩეხ ლუსი ჰრადეცკას დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 3:6, 3:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს მელბურნში წლის პირველი "დიდი სლემის" ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება, რომლის ძირითად ბადეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ წყვილთა თანრიგში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოდოა ნამდვილად.
გიბო
14:22 09-01-2019
0
არაუშავს სპორტია ხვდება ხოლმე გული არ გაიტეხო ყველაფერი გამოგივა წარმატებები ეკატერინე
ვახო
12:58 09-01-2019
1

სიახლეები პოპულარული